თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ყველაფრით უზრუნველყოფილია.
„იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, სათანადო კვებით, სამედიცინო მომსახურებით. თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა.
თავის დროზე წამებაზე იყო, გახსოვთ საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს მარტივი მიზეზის გამო, არანაირ წამებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს,"- განაცხადა კობახიძემ.