შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომიდან გამოსავალი არ აქვს და ეს შემაშფოთებელია. ამის შესახებ ბაიდენმა Reuters-ის ცნობით, 9 მაისს ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური ფონდის შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ის ცდილობს გაარკვიოს, რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ ვითარებაში.
მისივე თქმით, პუტინს არასწორად ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრა ნატოსა და ევროკავშირის გახლეჩას გამოიწვევდა, თუმცა სინამდვილეში პირიქით მოხდა, რადგან აშშ და დასავლეთის მრავალი ქვეყანა უკრაინის ირგვლივ გაერთიანდა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა ადარდებს არის ის, რომ "რუსეთის პრეზიდენტს ახლა არჩევანი არ აქვს და მე ვცდილობ გავარკვიო, რა უნდა გავაკეთოთ ასეთ ვითარებაში".