ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ შარლ მიშელი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
"ევროპის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა: „შენ შეგიძლია, ევროპა შეიგრძნო“ და ქალაქში, სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ცდილობს, მონუმენტები დაიცვას სარაკეტო თავდასხმებისგან და თავისუფლება რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას", – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
შარლ მიშელი უკრაინაში აპრილშიც იმყოფებოდა, მაშინ ის რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.