მოსკოვის წითელ მოედანზე "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართა.
ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინა, რომელიც სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში გაჩაღებული ომი გარდაუვალი აუცილებლობით ახსნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღლუმში მონაწილეობა 11 ათასამდე სამხედრომ მიიღო.
დაგეგმილი იყო წითელ მოედანზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავებისა და სტრატეგიული ბომბდამშენების გადაფრენა, თუმცა "უამინდობის გამო", ეს გეგმა ჩაიშალა.











