კუნძულ ზმეინთან უკრაინის ძალებმა უპილოტო საბრძოლო აპარატის "ბაირაქტარის" გამოყენებით რუსული "სერნას" ტიპის სადესანტო კატერი და ორი "რაპტორის" ტიპის სადესანტო-მოიერიშე კატერი გაანადგურეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 46 რუსი სამხედრო ეკიპაჟისა და დესანტის შემადგენლობიდან.
7 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია კუნძულ ზმეინთან რუსეთის სადესანტო კატერისა და ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განადგურების შესახებ.