შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟჰოროდს, რომელიც სლოვაკეთის საზღვართან მდებარეობს.
უჟჰოროდის სკოლაში, სადაც დროებით დევნილი უკრაინელებისთვის თავშესაფარია მოწყობილი, ჯილ ბაიდენი შეხვდა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
მანამდე ჯილ ბაიდენი სლოვაკეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჯილ ბაიდენის უკრაინულ ქალაქში ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი.
როგორც იუწყებიან, ჯილ ბაიდენმა უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია.