გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის, ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბაერბელ ბასი უკრაინის დედაქალაქ კიევს სტუმრობს.
ბაერბელ ბასის ვიზიტის ამსახველ ფოტოებს ბუნდესტაგის პროტოკოლის სამსახურის უფროსი ენრიკო ბრისა ავრცელებს.
"ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბაერბელ ბასი იწყებს ვიზიტს კიევში. დღეს, 8 მაისს, ის გაიხსენებს მეორე მსოფლიო ომში და ნაციონალ-სოციალისტების ტირანიის შედეგად დაღუპულებს და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში", - დაწერა ბრისმა "ტვიტერში".
ამ დროისთვის, ბუნდესტაგის პრეზიდენტი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალსა და უმაღლესი რადის თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს.
მოელიან, რომ უახლოეს დღეებში კიევს ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.