უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კიევის ოლქში, ბოროდიანკაში ვიდეომიმართვა ჩაწერა.
მისი თქმით, უკრაინელები, სამხედროები და მოქალაქეები, მათი შთამომავლები, რომლებმაც დაამარცხეს ნაციზმი, კვლავ გაიმარჯვებენ.
"შეიძლება არსებობდეს შავ-თეთრი გაზაფხული? არსებობს მარადიული თებერვალი? დაკარგეს თუ არა ფასი ოქროს სიტყვებმა? სამწუხაროდ, უკრაინას ამ შეკითვებზე პასუხი აქვს. სამწუხაროდ, პასუხია - დიახ, ყოველი წლის 8 მაისს მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად მივაგებთ პატივს ყველას, ვინც მეორე მსოფლიო ომისას ნაციზმისგან პლანეტა დაიცვა.
მილიონობით სიცოცხლე, დანგრეული ცხოვრება, ნაწამები სულები და მილიონობით მიზეზი ვუთხრათ ბოროტებას - აღარასოდეს. წელს ჩვენ სხვანაირად ვამბობთ ამ სიტყვას. სხვანაირად აღვიქვამთ სიტყვას „აღარასოდეს“. ეს მტკივნეული და სასტიკია. ძახილისა კი არა კითხვის ნიშნით „აღარასოდეს?“ ამის შესახებ უკრაინას უთხარით. 24 თებერვალს სიტყვა წაიშალა, 24 თებერვალს ეს სიტყვა წაიშალა. დღეს ეს სიტყვა აღარაფერს ამბობს“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ „ვერც ერთი ბოროტება პასუხისმგებლობას ბუნკერში ვერ დაემალება“.
მისი თქმით, ზამთარი. რომელიც 24 თებერვალს დაიწყო და 8 მაისს გრძელდება დასრულდება და მას უკრაინის მზე დაადნობს.
„ჩვენ ზამთარს დავძლევთ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, 8 მაისს გრძელდება, მაგრამ ნამდვილად დასრულდება და მას უკრაინის მზე დაადნობს. და ჩვენ მთელ ქვეყანასთან ერთად შევხვდებით ჩვენს განთიადს. და ოჯახი და საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ნათესავები კვლავ ერთად იქნებიან! კვლავ, საბოლოოდ! და აღარ იქნება შავ-თეთრი სიზმრები, მხოლოდ ლურჯ-ყვითელი. კვლავ, საბოლოოდ! ჩვენი წინაპრები ამისთვის იბრძოდნენ”, - თქვა ზელენსკიმ.