ლუჰანსკის ოლქში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბელოგოროვკის სკოლის დაბომბვის შედეგად, 60 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„7 მაისს, ბელოგოროვკაში რუსეთის ავიადარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სკოლის შენობასა და კულტურის სახლში. ხანძრის ქრობის სამუშაოები ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნანგრევების გაწმენდის შემდეგ ვიპოვეთ ორი დაღუპულის ცხედარი. სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ დარჩენილი 60-ვე ადამიანი დაიღუპა“, - ამბობს გაიდაი.
რუსმა ოკუპანტემა სოფელ ბელოგოროვკის სკოლაში, რომელსაც თავს 90 ადამიანი აფარებდა მძლავრი ავიაბომბი ჩამოაგდეს. 30-მდე ადამიანმა გადარჩენა შეძლო. ბელოგოროვკა ბოლო კვირების განმავლობაში საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ცხელ წერტილს წარმოადგენს.