გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი რეგულარულად აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს.
5 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა 3 280 ადამიანი, მათ შორის 230 ბავშვი. ამასთან, გაერო 3 451 მოქალაქის დაჭრის შესახებ იუწყება.
გაეროს ცნობით, გარდაცვლილი 231 ბავშვიდან 73 ბავშვის ცხედარი ნაპოვნია ისეთ მდგომარეობაში, რომ მათი სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
"სამოქალაქო პირების სიკვდილის და დაჭრის შემთხვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ფართო მოქმედების ზონებში, მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ტერიტორიების დაცხრილვით და სარაკეტო და საავიაციო დარტყმებით", - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას, სადაც ბრძოლა გრძელდება, ინფორმაციის მიღება დაგვიანებულია.