თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად კარინ ჟან-პიერი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ჟან-პიერი პრესმდივან ჯენ ფსაკის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
ჯენ ფსაკი პრესმდივნის თანამდებობას 13 მაისს დატოვებს და გავრცელებული ცნობით, MSNBC-ზე გადაცემას წარუძღვება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ჯენ ფსაკის ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ხოლო კარინ ჟან-პიერს წარმატებები უსურვა.
კარინ ჟან-პიერი იქნება პირველი შავკანიანი ქალი და ლგბტ თემის პირველი ქალი წარმომადგენელი, რომელიც თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება.
ჟან-პიერი 44 წლისაა. ის კარიბის ზღვის კუნძულ მარტინკაზე დაიბადა და გაიზარდა ნიუ იორშკი, სადაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა. წარსულში ის მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.