უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი ჟალუზნის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ. იუწყება უკრაინული მედია.
ამის შესახებ ჟალუზნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ მარკ მილთან საუბრისას განაცხადა.
ჟალუზნიმ ამერიკელ კოლეგას ოპერატიულ გარემოებაზე ინფორმაცია მიაწოდა.
კერძოდ, საუბარი შეეხო მოწინააღმდეგის გადაადგილებას ლუჰანკსის მიმართულებით, სადაც პოპასნაიას, კრემენაიასა და ტორსკის რაიონებში გრძელდება გააფრთრებული ბრძოლები, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების გადასვლას კონტრშეტევაზე ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებით.
საუბრისას აქცენტი გაკეთდა რუსი აგრესორების მხრიდან ფრთოსანი რაკეტების გამოყენების განახლებაზეც. ამ მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენს უკრაინის სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდების ლოჯისტიკური გზების განადგურება.
ჟალუზნის განცხადებით, აქედან გამომდინარე უკრაინისთვის ზალპური ცეხლის სარაკეტო სისტემების M142 HIMARS-ისა და М270 MLRS-ის გადაცემა ძალიან აქტუალურია.