უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი ჟურნალისტი, 36 წლის ოლექსანდრ მახოვი დაიღუპა.
მახოვი წლების განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანიებში "უკრაინა" და "უკრაინა 24". 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოლექსანდრ მახოვი ოკუპანტებთან საბრძოლველად ფრონტის ხაზზე წავიდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მახოვმა ფეისბუქის დაწერა, რომ დაქორწინებას აპირებდა. მან გააზიარა სისხლიანი მკლავის სურათი და თქვა, რომ მისი ჭრილობები ქორწილამდე შეხორცდებოდა.
გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ ოლექსანდრ მახოვის სიკვდილის გამო რუსეთი პასუხს აგებს და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.