საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება ჩართული იქნება ამ პროგრამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება, როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე ვიდრე ციხეში მოხვდებოდა და არ ჩაიდონოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
“იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქრთველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული, საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში", - განაცხადა სუბარმა.