უკრაინის რივნეს ოლქში მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. ინფორმაციას ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
დაღუპულებს შორის 24 მგზავრია, ორი კი - მიკროავტობუსისა და ავტობუსის მძღოლები. ამ დრომდე ვერ ხერხდება სამი ადამიანის იდენტიფიცირება.
მედიის ცნობით, "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი გასწრების დროს საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადავიდა, სადაც ბენზინმზიდს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ბენზინმზიდი საპირისპიროდ მიმავალ ავტობუსს შეეჯახა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ხანძრის გამო სამი ავტომობილი დაიწვა.
დაღუპულები 17-დან 69 წლამდე ასაკის არიან. მგზავრები კიევის, ჟიტომირის, ჩერნიჰოვის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქებიდან იყვნენ.