3 მაისს, საღამოს, ლვოვში, დნიპროში, კიევისა და კიროვოგრადის ოლქებში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. იუწყება unian-ი. ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, სადოვოიმ განაცხადა, რომ ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ლვოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქში სარაკეტო დარტყმები განხორციელდა და მოსახლეობას მანაც თვშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
ზოგიერთი ინფორმაციით, ლვოვს რუსეთმა ხუთი რაკეტა ესროლა. ოკუპანტების სარაკეტო იერიში დაადასტურა კიროვოგრადის ოლქის დოლინის თემის ხელმძღვანელმაც.
დნიპრში, თვითმხილველთა თქმით, სულ მცირე სამი აფეთქება მოხდა.
ამასთან, სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის მარჯვენა სანაპიროზე.
ამის გარდა, ვრცელდება ინფორმაცია სარაკეტო იერიშის შესახებ ტერნოპოლის ოლქშიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო კი წერს, რომ ვინიცისკენ გაშვებული ორი რაკეტა უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს.