საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები.
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.