უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 220 ბავშვი დაიღუპა და 406 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის (139), კიევის (115), ხარკოვის (95), ჩერნიჰოვის (68), ხერსონის (45), მიკოლაივის (43), ლუჰანსკის (37), ზაპოროჟიეს (27), სუმის (17), ოლქებში, ქალაქ კიევში (16), ასევე ჟიტომირის ოლქში (15).
აღნიშნული მონაცემები არასრულია, რადგან მიმდინარეობს მუშაობა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დასადგენად აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.