რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აპრილის ბოლოს შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გეგმავს დაასრულოს უკრაინაში შეჭრა 9 მაისს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ პაპმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ორბანმა, როცა მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ გეგმა, რომ ყველაფერი 9 მაისს დასრულდება", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
"შესაძლოა, ამითაც აიხსნება ამ დღეებში ესკალაციის გაღვივება. რადგან ახლა ეს არ არის მხოლოდ დონბასი, ეს არის ყირიმი, ეს არის ოდესა, ის ართმევს შავი ზღვის პორტს უკრაინას, ეს ყველაფერია. ვხედავთ, რომ არ არსებობს საკმარისი ნება მშვიდობისთვის. პესიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ომის შესაჩერებლად", - თქვა პონტიფიკოსმა.
რომის პაპის თქმით, მან პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
"რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. თუ კარი პუტინმა გააღო", - თქვა მან.