ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასასვლელად - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, კანონსაწინააღდმეგო ნაბიჯებს დგამენ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ.
„დღეს ვუსმენდით კიდევ ერთხელ პრემიერ ღარიბაშვილსა და სხვებს, დიდი პაუზის შემდეგ მათ რამდენიმე დღის წინ, როგორ იქნა ამოღერღეს რომ არ დაუშვებენ საქართველო იქცეს სანქციების გვერდის ავლის წყაროდ ანუ შავ ხვრელად. იქამდე ამასაც კი არ იძახდნენ ფორმალურად, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის. გარდა იმისა, რომ მათ ნულოვანი ნდობა აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი მოქალაქეებისაც, ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასასვლელად. რას გულსხმობენ, თუ არ მიიღებენ კანონქვემდებარე აქტებს, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ხელისუფლებამ რომ არ დაუშვას სანქციების გვერდის ავლა, რაზე დაყრდნობით ზღუდავენ ამას?! პარტნიორებმა იციან ყველაფერიო, ჩვენ მოქალაქეებსაც უთხრან რა ნაბიჯებს დგამენ? კანონს მიღმა ნაბიჯებს დგამენ? მაგას გულისხმობენ? ვის სჯერა ეს ამ რეჟიმისგან, რომ კანონსაწინააღდმეგო ნაბიჯებს დგამენ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ეს კითხვა ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან უნდა დაისვას: სად არის და რა საკანონმდებლო აქტები მიიღეს სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად.“ - გიგა ბოკერია