რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა, ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები კი როგორც წესი, ებრაელები იყვნენ.
ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იტალიურმა ტელეკომანია "მედიასეტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ციტირებს.
"ის [ზელენსკი] იგონებს არგუმენტს: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება მოხდეს მათთან, როდესაც ის ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, - განაცხადა მან
ლავროვის თქმით, სადღაც ქვეყნდება მასალები, რომლებიც ადასტურებს, რომ „ამერიკელმა და კანადელებმა ითამაშეს წამყვანი როლი უკრაინაში ულტრარადიკალების, ღიად ნეონაცისტური დაჯგუფებების მომზადებაში“.
ლავროვის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი.
„ლავროის განცხადება აღმაშფოთებელი და უპატიებელი განცხადებებია, ის ასევე საშინელი ისტორიული შეცდომაა. ებრაელები თავიანთ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების დადანაშაულება ანსტისემიტიზმში რასიზმის ყველაზე დაბალი დონეა“, - დაწერა ლაპიდმა.