შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად რუმინეთსა და სლოვაკეთში გამეგზავრება. ინფორმაციას პირველი ლედის ოფისი ავრცელებს.
"აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი ამ კვირაში ეწვევა რუმინეთსა და სლოვაკეთს, რათა შეხვდეს უკრაინელ დედებსა და ბავშვებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო", - ნათქვამია ოფისის განცხადებაში.
ჯილ ბაიდენი 6 მაისს რუმინეთში, საავიაციო ბაზაზე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება, შემდეგ კი ბუქარესტში გაემგზავრება.
რუმინეთში ვიზიტის შემდეგ, პირველი ლედი სლოვაკეთში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ჯილ ბაიდენი ჩავა სლოვაკეთის ქალაქებში ბრატისლავაში, კოშიცესა და ვისნე ნემეკეში, სადაც პირველი ლედი ასევე შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლებს.
ვიზიტის ფარგლებში, ჯილ ბაიდენი რუმინეთისა და სლოვაკეთის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.