რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მოითხოვს ზელენსკიმ თავის სამხედროებს უბრძანოს შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იტალიის ტელეარხ TgCom24-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ზელენსკის შეუძლია მოიტანოს მშვიდობა, თუ ის შეწყვეტს დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემას თავისი ნაცისტური ბატალიონებისთვის და აიძულებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას", - განაცხადა ლავროვმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს არ სურს უკრაინაში რეჟიმის შეცვლა და მას "ამერიკულ სპეციალობას“ უწოდებს. ლავროვის თქმით, "ოპერაციის" მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისთვის "შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის" განეიტრალება.
"ჩვენ არ გსურს, რომ ის დაგვნებდეს, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ბრძანება გასცეს. ჩვენი მიზანი უკრაინაში რეჟიმის შეცვლა არ არის, ეს ამერიკული სპეციალობაა. ჩვენ მხოლოდ გვსურს უზრუნველვყოთ ხალხის უსაფრთხოება აღმოსავლეთ უკრაინაში, რთა მათ არ დაემუქროს მილიტარიზაციისა და ნაციფიკაციის საფრთხე, უკრაინის ტერიტორიიდან კი არ მომდინარეობდეს საფრთხეები რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს.