გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მშვიდობა რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით, უსაფრთოებას ვერ მოუტანს ვერც უკრაინას და ვერც ევროპას და მან შესაძლოა ახალი ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ მინისტრმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ცეცხლის შეწყვეტა, შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს. ჩვენთვის მკაფიოა, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი თავის ჯარს გაიყვანს. მშვიდობა რუსეთის მიერ ნაკარნახევი პირობებით, ვერ მოუტანს უსაფრთხოებას ვერც უკრაინას და ვერც ევროპას. უარეს შემთხვევაში ეს იქნება მიწვევა შემდეგ ომში - უფრო ახლოს ჩვენს საზღვრებთან“, - აღნიშნა მან.
ბერბოკმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვერანაირ დაპირებას დაეყრდნობა, რადგან მისი ნდობა შეუძლებელია.
"სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გვქონდა ევროპაში პუტინმა გაანადგურა. როგორც არ უნდა გვინდოდეს, 24 თებერვალამდე არსებული პერიოდს ვერ დავუბრუნდებით. ჩვენ ვეღარასდროს დავეყრდნობით პუტინის დაპირებებს", - განაცხადა ბერბოკმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ისე უნდა გაძლიერდეს, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოს.
"ამ ომში ხომ სწორედ უკრაინელები იღუპებიან და მათ ემუქრება ჩაგვრა და ტირანია რუსული ოკუპაციის ქვეშ. არავის აქვს მათთვის [უკრაინელების] კარნახის უფლება“, - განაცხადა ბერბოკმა.