უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის დივესიული და სადაზვერვო ჯგუფები ამზადებდნენ ტერაქტს, კერძოდ, რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და ამაში უკრაინისა და იარაღის მიმწოდებელი ქვეყნების დადანაშაულებას.
უწყების სპიკერის არტიომ დეხტიარენკოს განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა რამდენიმეფაზიანი სპეცოპერაცია, რომლის შედეგად გაანეიტრალა მტრის ღრმად კონსპირაციული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის აგენტები ამზადებდნენ ტერაქტს - რუსეთის ან ბელრუსის ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას.
ოკუპანტები აპირებდნენ საჰაერო ხომალდზე თავდასხმაში უკრაინა და ჩვენი პარტნიორები დაედანაშაულებინათ. პროვოკაციის მოწყობას მტერი სამოქალაქო ბორტზე თავდასხმას Stinger-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით გეგმავდა.
უცხოური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მოპარავისა და საზღვარგარეთ ფარულად გადატანის მიზნით, აგრესორი ქვეყნის სპეცსმსახურებმა შესაბამისი დავალება მისცეს თავიანთ სადაზვერვო ჯგუფს. მტრის აგენტურა შედგებოდა ორი ორმაგი მოქალაქისა და თანამონაწილეებისაგან.
მათ საქმიანობას კოორდინაციას უწევდა რუსი ალექსანდრ ტიუტერევი, რომელიც არის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანამშრომელი და აქვს გამოძახების ნიშანი „საზღვაო“. დადგინდა, რომ ის მანამდეც მონაწილეობდა ოდესის ოლქში, ტერაქტების სერიის ორგანიზებაში, რისთვისაც იძებნებოდა. მისი დავალებით მტრის აგენტები ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან, პატრიოტი მოხალისეების საფარქვეშ. „ნდობის“ ურთიერთობის დასამყარებლად უკრაინელ სამხედროებს მიაწოდეს სანდო ინფორმაცია ე. წ. კადიროველთა საოკუპაციო ნაწილების პოზიციებისა და გადაადგილების შესახებ“, - განაცხადა დეხტიარენკომ.