უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 23 500-ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 1 026;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 2 471;
საარტილერიო სისტემა - 451;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 151;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 80;
თვითმფრინავი - 192;
ვერტმფრენი - 155;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავმზიდები - 1796;
გემი/კატერი - 8;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 245;
სპეციალური ტექნიკა - 32;
ფრთოსანი რაკეტები - 84;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.