უკრაინაში უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიტალი ორბელაძე დაიღუპა.
რუს ოკუპანტებთან ბრძოლას, 46 წლის ვიტალი ორბელაძე 23 აპრილს, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ემსხვერპლა, თუმცა მისი დაღუპვის შესახებ ცნობა მოგვიანებით გავრცელდა.
ვიტალი ორბელაძე მოხალისეთა ბატალიონის "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი იყო. ის კიევში ცხოვრობდა, მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.
დღემდე, 24 თებერვლის შემდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიას, 10 ქართველი მერბძოლი ემსხვერპლა.