ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში უკრაინელი სახმედროების წვრთნა დაიწყეს, რათა მათ შეძლონ იმ სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება, რომელიც აგრესორისგან თავის დასაცავად გადაეცათ. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ეს სასწავლო აქტივობები ეფუძნება საბაზისო საარტილერიო წვრთნებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაიარეს სხვაგან, ასევე მოიცავს სწავლებას რადარების სისტემებისა და ჯავშანტექნიკის მართვასთან დაკავშირებით, რომლის გადაცემაც ცოტა ხნის წინ გამოცხადდა უსაფრთხოების სფეროში დახმარების პაკეტის ფარგლებში", - თქვა კირბიმ.
აქტივობებს კოორდინაციას უწევენ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის არმიის (USAREUR-AF) სარდლობა და გერმანია.
კირბის განცხადებით, ამერიკელი ინსტრუქტორების მიზანია, სწავლება იყოს სასარგებლო და კონსტრუქციული, მაგრამ არა დატვირთული, რადგან უკრაინელებს თავიანთ ქვეყანაში გაჩაღებული ომის გამო, არ აქვთ ხანგრძლივი დრო ვარჯიშებისთვის.
"მათ აქვთ არტილერიასთან მუშაობისთვის საჭირო გამოცდილება და ახლა უნდა ისწავლონ ამერიკული სისტემების მახასიათებლები", - თქვა კირბიმ.
პენტაგონის პიკერის განცხადებით, აშშ უკრაინელი სამხედროებს ევროპის სხვა ორ ქვეყანაში ამზადებს, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.