საქართველოს წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ უნდა შთაგვაგონოს, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, როჯერ ვიკერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ვიკერი აღნიშნავს, რომ ის ამაყად დგას საქართველოს გვერდით.
„მიხარია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა. მისი ქვეყნის წინააღმდეგობამ რუსული ტირანიის მიმართ უნდა შთაგვაგონოს. მე ამაყად ვდგავარ საქართველოს გვერდით“, - დაწერა სენატორმა ტვიტერზე.