მთავარია, არასდროს დათანხმდე ოკუპაციას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ რა რჩევას მისცემდა უკრაინას. იუწყება BBC.
როგორც მან აღნიშნა აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ უარყოფს, რომ ამავე დროს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ღიად ვაცხადებთ ამის შესახებ და ხის უკან არ ვიმალებით. დიახ, ჩვენ არ უარვყოფთ, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დამახინჯებული პოლიტიკური უპირატესობის გამო", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, იგივე დამოკიდებულბა არ დაუფიქსირებია აზერბაიჯანის მიმართ.