"პირველ რიგში ჩვენი ეროვნული პრობლემაა და არა უკრაინის, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის გადაჭრა ყველა ლეგიტიმური გზით, მათი მშვიდობიანი შეცვლა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მთავარი ის კი არ არის როდის ირეაგირებს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ომშია პუტინის რუსეთთან, ჩვენი რეჟიმის საქციელზე, არამედ ის რომ ასეთი რეჟიმი გვყავს ივანიშვილის რეჟიმის სახით. ის, რომ ეგ არის სამწუხაროდ სიმართლე, რომ ისინი პუტინის რუსეთის რბილი სატელიტები არიან და შესაბამისადაც იქცევიან. ზოგჯერ შეიძლება შეფუთონ ს, რაღაც ნაბიჯი გადადგან სხვა მიმართულებით, მაგრამ არსი არის ეს. ეგ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული პრობლემაა და არა უკრაინის, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ პრობლემის გადაჭრა ყველა ლეგიტიმური გზით, მათი მშვიდობიანი შეცვლა, ხოლო მანამდე საერთაშორისო ასპარეზზე მათი სრული იზოლაცია და დიახ, მუშაობა იმაზე, რომ სამიზნე გახდეს ყველა, ვინც რუსეთის პუტინის ბოროტების იმპერიას ეხმარება", - აცხადებს გიგა ბოკერია.