უკრაინის დედაქალაქზე 28 აპრილს რუსეთის სარაკეტო დარტყმებს "რადიო თავისუფლების" უკრაინის ბიუროს ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ინფორმაციას "უკრაინსკა პრავდა" კიევის მერ ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს თქმით, მაშველებმა, რომლბიც ნანგრევებისგან ტერიტორიას წმენდნენ, ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, "რადიო თავოსუფლებამ" დაადასტურა ინფორმაცია კოლეგის დაღუპვის შესახებ. ჟურნალისტების ინფორმაციით, ვერა გირიჩი "რადიო თავისუფლების" უკრაინულ ბიუროში პროდიუსერად მუშაობდა.
ვერა გირიჩი 28 აპრილს, კიევში მის საცხოვრებელ სახლზე რუსული რაკეტების დარტყმის შედეგად დაიღუპა. ვერა "რადიო თავისუფლების" კიევის ბიუროში 2018 წლის 1 თებერვლიდან მუშაობდა. მანადე ის სხვადასხვა უკრაინული არხის წამყვანი იყო.
28 აპრილს, საღამოს, კიევის შევჩენკოვსკის რაიონში, მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ათი ადამიანი დაშავდა. 29 აპრილს დილით, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კლინიკაში 4 დაშავებული გადაიყვანეს.