უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის დაუყოვნებლივ მოლაპარაკებისთვის „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით. მან ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"უკრაინა მზადაა დაუყონებლივ მოლაპარაკებებისთვის,რათა აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციასთან დაკავშირებით და მიღწეული შეთანხმებების დაუყოვნებელი განხორციელება შევძლოთ. ამ ადამიანების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციისგანაც ველოდებით. ვიმედოვნებთ, რომ გენერალური მდივნის მისიის ეს ნაწილი ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ ამაში ყველანაირი წვლილი შევიტანოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ანტონიო გუტერეშის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ეფექტიანი ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, და სამოქალაქო პირებისთვს უსაფრთხო მარშრუტები.
"დღეს მარიუპოლის მოსახლეობა იმყოფება სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და საჭიროებს ასეთ ნაბიჯს. მარიუპოლი - ეს არის კრიზისი კრიზისში. ათასობით მოქალაქე საჭიროებს საციცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას, არიან ხანდაზმულები, ავადმყოფები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მათ სჭირდებათ უსაფრთხი გზა, რათა ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიონ", - აღნიშნა გუტერეშმა.