რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას "უკრაინსკა პრავდა" კიევის მერის ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები შევჩენკოვსკის რაიონში მოხდა.
"საღამოს მტრემა კიევს ესროლა. ორი დარტყმა იყო შევჩენკოვსკის რაიონში. ყველა სამსახური ადგილზეა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ დგინდება", - წერს კლიჩკო Telegram-არხზე.
მძლავრი აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც გაიმართა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის.
მომხდარი მკაცრად დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
"რუსეთმა კიევი საკრუიზო რაკეტებით სწორედ მაშინ დაბომბა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ჩვენს დედაქალაქს სტუმრობდნენ. ამ საზარელი ბარბაროსული აქტით რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ", - დაწერა კულებამ Twitter-ზე.