გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავიდა.
28 აპრილს დაგეგმილია გუტერეშის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.
"მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, უკრაინაში ჩამოვედი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, მანამდე ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.