საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა - IRI- გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.
კვლევის შედეგების მიხედვით ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა:
კახა კალაძე 53%
სალომე ზურაბიშვილი 52%
ირაკლი ღარიბაშვილი 47%
ანა დოლიძე 44%
გიორგი გახარია 40%
დავით უსუფაშვილი 39%
ელენე ხოშტარია - 39%
ირაკლი კობახიძე - 38%
გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 37%
თეა წულუკიანი - 37%
ნიკა მელია 37%
შალვა ნათელაშვილი - 33%
ბიძინა ივანიშვილი - 31%
მიხეილ სააკაშვილი - 31%
შალვა პაპუაშვილია - 27%
მამუკა ხაზარაძე - 27%
ალეკო ელისაშვილი - 27%
ნინო ბურჯანაძე - 25%
ბადრი ჯაფარიძე - 23%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 21%
გიგა ბოკერია - 18%
ხათუნა სამნიძე - 16%
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.