გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არსებული ჰუმანიტარული ვითარებით. ინფორმაციას „რიანოვოსტი“ ავრცელებს.
მისი თქმით, გაერო მხარს უჭერს დიალოგს.
"ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა უკავშირდება ჰუმანიტარულ ვითარებას უკრაინაში. ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო", – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.