უკრაინაში არსებული სიტუაცია ნატო-ს უსაზღვრო გაფართოების შედეგია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრომა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებაზე იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინაში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში. სიტუაცია იქ არც დღეს, არც გუშინ გართულებულა“- განაცხადა მან.
მისივე თქმით, აღნიშნული სიტუაცია გროვდებოდა ამერიკისა და ნატო-ს მოკავშირეების გაფართოების შეუზღუდავი კურსის შედეგად „ერთპოლუსიანი სამყრაოს დამტკიცებით“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიტუაცია გარკვეულწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების ნატო-ს გაფართოების შეუზღუდავი კურსის შედეგად, ერთპოლუსიანი სამყაროს დამტკიცებით“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ეს რუსეთის შეკავებისთვის კეთდებოდა, უკრაინა კი პლატფორმად გამოიყენებოდა.