რომის პაპი ფრანცისკე კიდევ ერთხელ გამოვიდა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, რათა "ომით დაღლილი ხალხის ტანჯვა შემსუბუქდეს".
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს შეახსენა, რომ ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, "შეჩერების ნაცვლად, გაუარესდა".
"სამწუხაროა, რომ ქრისტიანებისთვის ამ უწმიდეს და საზეიმო დღეებში ჩვენ უფრო მეტად გვესმის იარაღის მომაკვდინებელი ხმაური, ვიდრე ქრისტეს აღდგომის მაუწყებელი ზარების ხმა. მე კვლავ ვიმეორებ სააღდგომო ზავის შესახებ ჩემს მოწოდებას, რაც მშვიდობისთვის მზადყოფნის ყველაზე მცირე ხელშესახები ნიშანია. შეაჩერეთ თავდასხმები გადაქანცული ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად", - თქვა რომის პაპმა.