24 აპრილს კიევში ჩავლენ შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, ამერიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა შეიარაღება იქნება, რომელიც უკრაინას მტრის მოსაგერიებლად სჭირდება.
ეს იქნება პირველი ვიზიტი, რომელსაც ამერიკის მთავრობის წევრები განახორციელებენ უკრაინაში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ.