საფრანგეთი უკრაინას Milan-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და Caesar-ის ტიპის და თვითმავალ საარტილერიო ჰაუბიცებს მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა.
თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს შეუძლიათ 155 მმ-იანი ჭურვების გაშვება 40 კმ-ის მანძილზე წუთში 6-დან 8 გასროლამდე. მაკრონს მიწოდების მოცულობა არ დაუზუსტებია.
ამასთან, "სიენენის" ინფორმაციით, 40-მდე უკრაინელი სამხედრო საფრანგეთში გაემგზავრება, რათა აღნიშნული სისტემების მართვა შეისწავლონ.