ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი განიხილა. დიალოგი დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა.
"მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან უსაფრთხო გასასვლელების უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე, განსაკუთრებით მართლმადიდებლური დღესასწაულის, აღდგომის წინ", - წერს შარლ მიშელი twitter-ზე.