კიევის ოლქში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს მშვიდობიანი მოქალაქეების 1 084 ცხედარი. მათ შორის 75 პროცენტი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. 300-ზე მეტი დაღუპული ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ამის შესახებ მედიას კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ცხედრებს ექსერტიზა უტარდებათ. ამასთან, ნებიტოვმა აღნიშნა, რომ დაღუპულების უმეტესობა 50-დან 75 პროცენტამდე მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღით - ტყვიამფრქვევით, სნაიპერული იარაღით ან ავტომატით. მისივე თქმით, სამოქალაქო პირებს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ არც ტერიტორიულ თავდაცვასთან და არც სხა სამხედრო ფორმირებებთან.
ნებიტოვმა მოსახლეობას მოუწოდა დროულად აცნობონ დაკარგული ახლობლებისა და ნათესავების შესახებ.
კიევის ოლქის ზოგიერთი დასახლების დროებითი ოკუპაციის დროს რუსი ოკუპანტები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული არაადამიანურობითა და სიმხეცით. ისინი აწამებდნენ და შეგნებულად ხვრეტდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მათ წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.