"რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება - ეს იყო დისკუსიის საგანი, ამიტომ ეს ვიზიტი ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანია.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამერიკულ მხარესთან დისკუსიის საგანი იყო ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია და რაში იქნება საჭირო ქვეყნის პარტნიორების დახმარება. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამანგრეველი ეფექტის მიუხედავად, ინერციით და ჩვენი საზოგადოების დამსახურებით, ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელობა გვაქვს. ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ეს დელეგაცია, განსაკუთრებით სერნატორი კუნსი, დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის გამომხატველია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება - ეს იყო დისკუსიის საგანი, ამიტომ ეს ვიზიტი ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანია“- გიგა ბოკერია