„ამ დროს წაყვანა ფოკუსის იქით, რომ რაღაც კანონმდებლობაშია შესაცვლელი, თან ასე ბრიყვულად რომ სიმბოლოები Z ან V აიკრძალოს, არ ვიცი ამას რა სახელი უნდა დავარქვა.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლელოს ინიციატივას სიმბოლოების აკრძალვაზე
„საპარლამენტო ოპოზიცია და ლელო კვლავ სრულიად ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით ცდილობს საზოგადოების ფოკუსის გადატანას. ეს არის სიბრიყვის ზღვარზე თუ უბრალოდ ნებისმიერი აქტივობის ჩვენების ხარჯზე უნდათ აჩვენონ რომ რაღაცას აკეთებენ. მცდელობა, რომ კანონმდებლობით აიკრძალოს სიმბოლოები, არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენი პრობლემა არის, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც პუტინთან თანამშრომლობს, პუტინისი, ოპორტუნისტი და კოლაბორაციონისტია. ასევე ქვეყნის შიგნით გვყავს პუტინისტების ქსელი, რომელიც ძალადობას სჩადის, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ჩვენი მტრის რეჟიმთან ადმინისტრაციულად და მათ მიმართ არ იდგმება ის ნაბიჯები, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით სრულიად ლეგიტიმურად გადასადგმელია. ამ დროს წაყვანა ფოკუსის იქით, რომ რაღაც კანონმდებლობაშია შესაცვლელი, თან ასე ბრიყვულად რომ რაღაც Z აიკრძალოს ან V, არ ვიცი ამას რა სახელი უნდა დავარქვა”, - გიგა ბოკერია