„მათი პარალელური სამყარო, რომელიც აქვთ შემქნილი, სადაც ყველაფერი კარგადაა, იყოს შექმნილი მხოლოდ იმისთვის რომ ამ ადამიანმა იგრძნოს სულიერი კომფორტი და არ ჰქონდეს მას განცდები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია ვერ აკეთებს საქმეს საქართველოში.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ საიუბილეო განცხადება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას და საქართველოს ხელისუფლებას ბუნებრივია აქვს მხოლოდ ერთი ამოცანა, იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან და ის პარალელური სამყარო, რომელიც აქვთ შემქნილი, სადაც ყველაფერი კარგადაა, იყოს შექმნილი მხოლოდ იმისთვის რომ ამ ადამიანმა იგრძნოს სულიერი კომფორტი და არ ჰქონდეს მას განცდები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია ვერ აკეთებს საქმეს საქართველოში. რეალობა კი არის სულ სხვა. როგორ შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ დიდ ეკონომიკურ მიღწევებზე ან სიღარიბის აღმოფხვრაზე ან ასე შემდეგ როდესაც ვნახულობთ როგორია შემოსავლები, ვხედავთ როგორია ჩვენი ადამიანების მსყიდველთუნარიანობა, რამდენი ადამიანი დაემატა სიღარიბის პროგრამას, მათი რეკორდული ციფრებია, ვნახოთ როგორია ფასები ამ წლების განმავლობაში, როდესაც საწვავი 4 ლარი ღირს და დოლარის კურსი ლართან მიმართებაში ძალიან მძიმე ციფრებია და საერთოდ როგორ ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს მოსახლეობა. ამას თუ დაემატება კიდევ დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები და სხვადასხვა ადამიანთა უფლებების საკითხი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი პარტნიორების ყველა დასკვნაშია ასახული, განსაკუთრებით ბოლო დასკვნებში, მე ვფიქრობ, რომ დარჩება უბრალოდ ცარიელი ფურცელი სადაც არის მხოლოდ განცხადებები კიდევ ერთხელ ვამბობ ერთი ადამიანის საამებლად.“ - გიგი წერეთელი.