გერმანია 2022 წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულში გერმანიაში რუსული ნავთობის მოხმარება განახევრდება, წლის ბოლომდე კი სრულად შეწყდება.
ბერბოკის თქმით, ნავთობის შემდეგ, გერმანია გეგმავს, "პან-ევროპული საგზაო რუკის შესაბამისად" სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული გაზისგან.
საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუსახელებია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის კონკრეტული თარიღები, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთისგან ენერგეტიკის უარყოფა ევროპის "საერთო ძალაა".
შეგახსენებთ, ევროკავშირი სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვებს განიხილავს. აპრილის დასაწყისში ევროკავშირმა მიიღო შეზღუდვების მეხუთე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებდა რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვას.