ისტორია არასდროს დაივიწყებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი "ტვიტერზე" წერს.
შარლ მიშელი სოციალურ ქსელში კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
"ბოროდიანკაში. ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე", – წერს შარლ მიშელი.
შარლ მიშელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.