ის ძალისხმევა, რასაც ხელისუფლება ეწევა, ნამდვილად ქმნის პერსპექტივას, რომ სამშვიდობოს გავიდეთ ამ ურთულეს პერიოდში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.
გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუქარა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას მოახდენენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.
„მსოფლიოში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, ამის ფონზე მუდმივი მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, ძალისმიერად, თუ არა ძალისმიერად, რაღაც შეკრებებზე მოლაპარაკებული სტრატეგიით მთავრობას შეცვლიან და აურევენ ქვეყანას, რასაკვირველია, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის იმ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკურად მათ უჭერს მხარს. სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი მოცემულობაა, ამ მოცემულობაში უნდა ვიცხოვროთ. ფაქტია, რომ ის ძალისხმევა, რასაც ხელისუფლება ეწევა, ნამდვილად ქმნის პერსპექტივას, რომ სამშვიდობოს გავიდეთ ამ ურთულეს პერიოდში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.