ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში იმყოფება. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა.
"დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში", – წერს შარლ მიშელი.
მანამდე უკრაინაშ იმყოფებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჟოზეპ ბორელი.